- ამსტერდამის ტრაქტატი
- ხელმოწერილია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ 1997 წლის 2 ოქტომბერს. მის მიხედვით ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა მამაკაცებისა და ქალების თანასწორუფლებიანობის მხარდაჭერა მე-3 და მე-4 მუხლებში განსაზღვრული ერთობლივი პოლიტიკისა და საშუალებების განხორციელების გზით. ეს არის ევროკავშირის უმაღლესი რანგის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც გენდერულ თანასწორობას ფუნდამენტურ მნიშვნელობას ანიჭებს და ასაბუთებს, რომ მისი საყოველთაო გავრცელება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კონკურენტუნარიანი ეკონომიკის აშენება.Source: გენდერული თანასწორობის საკითხები: ევროპული გამოცდილება და ქართული რეალობა, / [რედაქტორები: მაია ბრანკა; მილენა მითაგვარია;] - თბ., 2005 : „ქალთა პოლიგრაფიულ სერვისი”
Georgian encyclopedia. 2013.